შიდა ქართლში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსი სოფელ მეტეხის მკვიდრს დაუდასტურდა. ის ბოჭორიშვილის კლინიკაში მედდად მუშაობს.

52 წლის ქალს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიაში დღეს მიიღეს.

ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებული ქალის ოჯახის ხუთ წევრს ანალიზები უკვე აუღეს. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მსგავსი თემები