შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედა დამნაშავედ ცნეს

გორის რაიონულმა სასამართლომ შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, მ.შ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ, თავის 7 შვილს სახეზე პლედი დააფარა და გაგუდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

„სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა რვა წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით“, – განაცხადა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას.

მსგავსი თემები