„შეხვედრამდე სამოთხეში“ – დამშვიდობება მეუფესთან და ბევრი ცრემლი (ვიდეო)

მარტვილში, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს ემოციური გაცილება მოუწყვეს. მეუფე პეტრე, სალხინოში, ამბროსი აღმსარებლის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოემშვიდობა.  აღსაზრდელებმა მოძღვართან გამომშვიდობებისას ცრემლები ვერ შეიკავეს და ატირდნენ. ბავშვები სათითაოდ მიდიოდნენ მეუფესთან და ეხუტებოდნენ. ბავშვების ცრემლებმა მეუფე პეტრეზეც იმოქმედა და ისიც ატირდა.

სკოლა სალხინოში ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, მამა პეტრეს დაარსებულია და იქ ობოლი და შეჭირვებული ოჯახების შვილები სწავლობენ.

„ერთი წმინდა მამის ხასიათი იყო, როცა ადამიანს ემშვიდობებოდა, ეტყოდა:  „შეხვედრამდე სამოთხეში“. აბა ვთქვათ, შეხვედრამდე სამოთხეში!“ – მიმართა ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს ყოფილმა მიტროპოლიტმა.

https://www.facebook.com/MaestroTVOfficial/videos/2611611928921322/

მსგავსი თემები