„შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, დამშვიდების საბაბი არ გვაქვს“ – გიორგი გახარია

„გავრცელება ვირუსის გვექნება და ეს უნდა ვიცოდეთ. ხვალიდან თბილისში აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის მართვის ერთ – ერთი პროცესი, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ვირუსს“ – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ იმ პრევენციებზე ისაუბრა, რასაც საქარველოს მთავრობა ვირუსის გავრცელებასთან მიმართებაში გაატარებს. გახარიას ინფორმაციით ხვალიდან აიკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული ტიპის მოძრაობა.

„მიუხედავად იმისა რომ მთავრობა ეფექტურად ახორციელებს დაავადების შეჩერების ფუნქციას შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, დამშვიდების საბაბი არ გვაქვს. ჯანდაცვის სიტემა მზად უნდა იყოს გამოწვევებს გაუძლოს, ჩვენ ამ პროცესის მენეჯმენტის პირველი ეტაპი ეფექტურად გავატარეთ.

ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. დარჩება ქალაქში მეტრო და ექნებათ ვალდებულება ყოველდღიურად მოახდინონ დეზინფექცია, შეიზღუდება სპორტ დარბაზების და სხვადასხვა სპა – ცენტრების მომსახურება. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში.“ – განაცხადა გახარიამ.

გახარიას ინფორმაციითვე 70- წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის ამოქმედდება სპეციალური სერვისები.

მსგავსი თემები