„შეუძლებელია, ნიკა მელია მარტო ყოფილიყო, „ლანცელოტი“ ხომ არ არის“ – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენებში მხოლოდ ნიკანორ მელიას პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება და სხვა დამნაშავეებიც უნდა გამოვლინდნენ.

„სულ ამას ვკითხულობ, მარტო რატომ აიღო საკუთარ თავზე? არა, მის გარშემო გამოსაკვეთია ხალხი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა მელია ჩაუყენეს ამას სათავეში. თუ ეს იყო ინდივიდუალური, ასეც ხდება ზოგჯერ, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ მან გადაწყვიტა, გადაუტრიალდა თავში და ემოციურ-აფექტურ მდგომარეობაში მოინდომა შეჭრა შეჭრისთვის და არ იცოდა რატომ უნდა შესულიყო. მეეჭვება, ასე იყოს. მათ, მომენტის გაშვება არ უნდოდათ ხელიდან და ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს“ – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები