„შესაძლოა, ეს ვირუსი არასდროს გაქრეს“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ „ახალი კორონა ვირუსი“ სხვა ვირუსების მსგავსად, ჩვენს რეალობაში დარჩება.

„შესაძლოა, „ახალი კორონა ვირუსი“ ჩვენს საზოგადოებებში არსებული სხვა ენდემურ ვირუსს დაემსგავსოს და არასდროს გაქრეს. არ ვფიქრობ, რომ  ვინმეს შეეძლოს პროგნოზირება, როდის გაქრება ვირუსი. შესაძლოა, არასდროს წავიდეს, აივ-ინფექციაც არ გამქრალა. ამ ორ დაავადებას ერთმანეთს არ ვადარებ, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ,“- განაცხადა მაიკ რაიანმა.

ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მაღალ რისკად საზოგადობრივი ტრანსპორტის ამოქმედება განიხილება. როგორც  როგორც იცით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ვირუსის გავრცელების მხრივ მომეტებული რისკია.  

მსგავსი თემები