“შესაძლებელია, საკარანტინო ზონებში საარჩევნო უბნები დაემატოს” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არაა გამორიცხული საკარანტინო ზონაში დაემატოს სპეციალური უბნები, რომ კარანტინში მყოფ მოქალაქეებს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვის საშუალება მიეცეთ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.

„შეიძლება ცესკო-მ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის სივრცეში სპეციალური საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, მაგალითად თუ არის სადმე სასტუმროში საკარანტინო სივრცე, იქ შეიძლება ცალკე შეიქმნას კომისია, ცალკე ჩატარდეს არჩევნები, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი და „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების პირობები განიხილეს.

მსგავსი თემები