“შემინდეთ და მომიტევეთ” – სალომე ზურაბიშვილი

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, შენდობის დღეს ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს, რის შესახებაც სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა.

წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც შენდობა ითხოვა და საზოგადოებას ერთმანეთის მიტევებისკენ მოუწოდა.

„დღეს არის შენდობის დღე. შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ“, –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან. 

ხვალიდან უკვე სააღდგომო მარხვა იწყება, რომელიც 28 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.

მსგავსი თემები