“შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა აღავლინა. უწმინდესმა ყველა მარიამსა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.

წირვას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და სხვა დეპუტატებიც დაესწრნენ.

“ყველა მარიამსა და მთელ საქართველოს ვულოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე.

ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღევანდელ წირვას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილი და პარლამენტის წევრები.

შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს. შეგახსენებთ, რომ დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავადმყოფობენ კიბოთი. ეს უმძიმესი ავადმყოფობა ღმერთმა გვაშოროს ჩვენ და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა პატრიარქმა.

სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების თვეა. ამასთან დაკავშირებით, პატრიარქმა ის ადამიანები დააჯილდოვა, ვისაც აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი. 

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა” – ილია მეორე”

  1. We’re a group of volunteers and opening a new scheme in our community.
    Your site offered us with valuable info to work on.
    You have done a formidable job and our entire community will be thankful to you.

  2. What’s up to all, how is all, I think every one is getting more
    from this site, and your views are fastidious designed for new users.