შეიძლება ხაჭაპურს კარგად აცხობს, მაგრამ ინფრასტრუქტურის არაფერი გაეგება – ხაზარაძე სახელმწიფო მინისტრზე 

“მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა”, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტენდერები გამჭვირვალედ არ ტარდება.

„არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა წინა ცხოვრებაში მაია ცქიტიშვილს, როცა ამხელა მილიარდებს აბარებენ. შეიძლება, ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით. მე მას ვურჩევ, მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, კითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფცია არის გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამაზე ჩვენ პასუხს მოვთხოვთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები