“შეიძლება, მონაწილეობაც არ მივიღოთ მოსამართლეების დამტკიცებაში” – გიორგი ლომია

“მაქვს იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი”, – ასე ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, გიორგი ლომია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

გიორგი ლომია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მათ მოსამართლეების დამტკიცებაში მონაწილეობა არც მიიღონ.

ამასთან, მისი განცხადებით, აუცილებელია, იუსტიციის საბჭოც შეიცვალოს.

“ჩვენი არჩევანი შეიძლება იყოს მთლიანად სიის უარყოფა და საერთოდ, შეიძლება მონაწილეობაც არ მივიღოთ მოსამართლეების არჩევაში. აქედან გამომდინარე, ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება წარმოდგენილ ოცკაციანს სიაში, მაგრამ ის, რომ თვითონ იუსტიციის საბჭო უნდა შეცვლილიყო, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. მარტო პარლამენტში გაკეთებული არჩევანი კი არ უნდა წყვეტდეს მოსამართლის ბედს, არამედ თვითონ იუსტიციის საბჭო უნდა იყოს ისეთი პიროვნებებისგან შექმნილი, რომელიც პარლამენტს წესიერ და კეთილსინდისიერ კანდიდატებს შესთავაზებს. სამწუხაროდ, მე დღეს ასეთებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვერ ვხედავ”, – განაცხადა გიორგი ლომიამ “მედიაცემტე მთავარში”.

მსგავსი თემები