“შეზღუდვების მოხსნა რისკებს გაზრდის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ რეკომენდაციები” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ მართალია, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეფუძნება ეპიდემიოლოგიური სამსახურის შესაბამის რეკომენდაციებს, თუმცა, ქვეყანაში ვირუსი გამქრალი არ არის და გავრცელების რისკები მაინც მოიმატებს.

ლევან გოფოძე მოსახლეობას დისტანცირებისა და შეკრებებისთვის თავის არიდების რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს.

„რადგან იხსნება, ბუნებრივია, ამას აქვს ეპიდემიოლოგიური სამსახურის შესაბამისი რეკომენდაციები და ამიტომ იხსნება. ერთადერთი, ჩემი აზრით, ჯერჯერობით მაინც აუცილებელია სოციალური დისტანცირება, მაქსიმალურად თავის დაცვა, სახლში დარჩენა, როცა ამის საშუალება გვაქვს, მასობრივი შეკრებებისგან თავის არიდება მაინც ძალაში უნდა დარჩეს. რისკებს გაზრდის. რაც არ უნდა იყოს, ჯერ ქვეყანაში არიან კოვიდინფიცირებული პაციენტები, ესე იგი ინფექცია არის, მთლიანად ამოძირკვული არ არის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც გვაძლევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მსგავსი თემები