“შევზღუდოთ მიმოსვლა ჩინეთთან, ირანთან, სამხრეთ კორეასთან და იტალიასთან” – მთავარი რეკომენდაცია

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომანდაციებით მიმართავს

როგორც ცოტახნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, მთავარი რეკომენდაციაა, შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც დღეს არის კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლები.

“ეს გახლავთ, ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, არ გაემგზავრონ ამ ქვეყნებში. ხშირად კითხულობენ იტალიაზე. რა თქმა უნდა, შეიძლება. მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით წესდება იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, რამდენიმე პროვინციაზე, სადაც არის ეს ეპიდაფეთქება.

დანარჩენი რეკომენდაციები გახლავთ ზოგადი, ჰიგიენური, რომელსაც ყოველთვის ვიძლევით, ძირითადად, ვირუსების დროს. აუცილებელია, ხელების ხშირი დაბანა, სველი წესით საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების დალაგება. ოთახების ხშირი განიავება. მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს. თუ გვიწევს თავშეყრის ადგილებში ყოფნა და ჩვენ თვითონ გვაქვს გარკვეული რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, სასურველია, ქირურგიული პირბადის გამოყენება. მთავარი რეკომენდაციაა, თუ ჩვენ გვაქვს სიმპტომები – ხველა, ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ვიყავით რომელიმე ამ ჩამოთვლილ ქვეყანაში მივმართოთ ექიმს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

https://mcm.ge/საქართველოში-კორონავირუ/

მსგავსი თემები