„შეალაგეთ კომბლები სხვენში, „პრაიდი“ არ იქნება, ეს შსს-ს საჩუქარია“ – ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებსა და მოხალისეებს მიმართავ და მოუწოდებს, ლგბტ „პრაიდისთვის“ მომზადებული კომბლები სხვენში შეინახონ. ეს განცხადება ვასაძემ ვიდეომიმართვის სახით გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „პრაიდი“ არ შედგება.

„კომბლები შეაწყვეთ სხვენში. როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლების და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ შეგვდგებოდა წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას. რადგანაც შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგანაც მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, აი, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს: კომბლები სხვენში და ჩამოვიღოთ მაშინ, როდესაც მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი თემები