შარშან თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა

მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა ვანის, თეთრიწყაროს, წალკის, რუსთავის, ქუთაისის, ახალქალაქის, მარნეულის, ნინოწმინდის, ბოლნისის, ბორჯომისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. თანამშრომელთა ხელფასების ზრდის მაჩვენებლით თბილისის მერია ლიდერობს.

დოკუმენტის მიხედვით, მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, მერის მოადგილის 119.6%-ით, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ანაზღაურება კი 60%-ით გაიზარდა.

აუდიტის სამსახური პარლამენტს საკითხის დარეგულირებაზე მსჯელობისკენ მოუწოდებს.

„მიზანშეწონილია, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ჩართულობით გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა კიდევ ერთხელ იმსჯელონ მუნიციპალიტეტებში შრომის ანაზღაურების საკითხების დარეგულირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდეს სამართლიანი და ერთგვაროვანი მიდგომა თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების კუთხით,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.

მსგავსი თემები