“შანტაჟისტები იყავით ის მოსამართლეები, თანამდებობის გარდა არაფერი გაინტერესებდათ” – ფოფხაძე მიქაუტაძეს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის ადგილი არა სასამართლოში, არამედ ციხეშია.

ფოფხაძემ პარლამენტში, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ, ის დროც გაიხსენა, როდესაც მიქაუტაძე პროკურატურაში მუშაობდა.

“უარესი, ე.ი იყავით სააკაშვილის რეჟიმის პროკურორი, მაგის მერე გახდით სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლე, ახლა ხართ იმ კლანის ერთ-ერთი სახე, რომელიც ცდილობს ქვეყანაში ხალხს წაართვას მართლმსაჯულება და აქციოს შპს “ქართულ სასამართლოდ”. თქვენ ცოტათი მაინც პატივისცემა რომ გქონოდათ, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის, ჩუმად მაინც იქნებოდით და შანტაჟისტი არ გახდებოდით “ქართული ოცნების”. ჩვეულებრივი შანტაჟისტები იყავით ის მოსამართლეები, თანამდებობის გარდა არაფერი გაინტერესებდათ და ეს კლანიც მაგ გენეტიკითაა ფორმირებული, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ეს არის კლანი, რომლის ამოცანაცაა დააშანტაჟოს პარლამენტი, დააშანტაჟოს ქართველი ხალხი და ამის ხარჯზე მიიღოს თანამდებობები. თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ადგილიც უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში”, – მიმართა ფოფხაძემ მიქაუტაძეს.

მსგავსი თემები