„შალვა თადუმაძემ, პროკურორის რანგში ბრალი წაუყენა გიგი უგულავას და მოსამართლის რანგში გაასამართლა“ – ზვიად ძიძიგური

„ძალზე ცუდი რამ მოხდა, როდესაც შალვა თადუმაძემ, პროკურორის რანგში ბრალი წაუყენა გიგი უგულავას და შემდეგ, მოსამართლის რანგში გაასამართლა. ეს არის ძალიან სერიოზული ნეგატივი. მეც ვყოფილვარ ბრალდებულის სკამზე, ეს იყო სამხედრო გადატრიალების შემდეგ, შევარდნაძის პერიოდში და კარგად ვიცი მოსამართლეების აცილების წინაპირობები. ეს იყო ცალსახად პროცესუალური დარღვევა, თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა“ – ეს განცხადება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა, ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მისივე შეფასებით, საქართველო, ამ საქმეს სტრასბურგში წააგებს. 

„დარწმუნებული ვარ, ეს განაჩენი, რომელიც დადგა უზენაეს სასამართლოში, სტრასბურგში გასაჩივრდება და დარწმუნებული ვარ, ქართული მხარე აქედან მხოლოდ დაზარალდება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, რომ  პოლიტიკოსები აღნიშნულ ვითარებას დიქტატურად აფასებენ, ძიძიგურმა უპასუხა, რომ დიქტატურა ცოტა სხვა რამეა.

„მკვეთრი გამოთქმების მომხრე არ ვარ. ცალსახად ვამბობ, რომ კონკრეტულად გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სასამართლომ დაუშვა სერიოზული შეცდომა. რატომ იყო საჭირო და აუცილებელი, რომ მაინცდამაინც თადუმაძეს გამოეტანა განაჩენი. რა, სხვა მოსამართლე არ არის უზენაეს სასამართლოში? მსგავსი აუცილებლობა არ იყო. რაც შეეხება დიქტატორის თემას, დიქტატორულ ქვეყნებში არც სიტყვის თავისუფლებაა, მეტი შიშია საკუთარი აზრის გამოთქმის თვალსაზრისით. საქართველოში თავისუფლად აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არსებობს და ვერავის დავეთანხმები, რომ საქართველოში დიქტატურაა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ შეცდომებს ვხედავ, რომელიც სახეზეა და რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის არ არის კარგი“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები

One Thought to “„შალვა თადუმაძემ, პროკურორის რანგში ბრალი წაუყენა გიგი უგულავას და მოსამართლის რანგში გაასამართლა“ – ზვიად ძიძიგური”

  1. I have been browsing online more than 3 hours
    these days, but I by no means found any fascinating article like yours.
    It is pretty worth sufficient for me. In my opinion, if all website owners and bloggers made just right
    content as you did, the web will likely be much more
    useful than ever before.