შალელიშვილს მგალობლიშვილი შეცვლის – სადეპუტატო უფლებამოსილება შესაძლოა, მიმდინარე კვირასვე ცნონ

შოთა შალელიშვილს, ლევან მგალობლიშვილი შეცვლის. პარლამენტმა მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ცნოს.

შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლის შესახებ ინფორმაცია პარლამენტს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა წარუდგინოს. ცესკოს მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

შოთა შალელიშვილს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. მანდატზე უარი მან თავად თქვა.

მსგავსი თემები