შავ ზღვაზე ბანაობა ისევ აკრძალულია

შავ ზღვის სანაპიროზე თეთრი დროშები ჩამოწიეს და ისევ წითელი ააფრიალეს. „შტორმის“ გამო, ბანაობა ისევ აკრძალულია.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს,  ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე, 3-დან 4 ბალამდე „შტორმი“ ფიქსირდება, რის გამოც, ზღვაში შესვლა კატეგორიულად იკრძალება.

მაშველები საზღვაო ზოლის მთელ პერიმეტრზე გადაადგილდებიან და დამსვენებლებს აფრთხილებენ, რომ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, რომ, 20-21 აგვისტოს, ძლიერი ღელვის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალული იყო. 22 აგვისტოს კი ღელვა დაწყნარდა. 23-ში კი ბანაობა ისევ აიკრძალა.

მსგავსი თემები