„შავი პიარია, რომ დავით ბაგრატიონი სიგარეტს ღერა-ღერა ყიდულობდა“ – ადვოკატი

ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატოონ-გრუზინსკის შავი პიარის აგორებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ანა ბაგრატიონის ინტერესების დამცველის განცხადებას, რომ დავით ბაგრატიონს ქონება მემკვიდრეობით არ მიუღია და მან ქონება სამეფო ორდენების გაყიდვით მიიღო. კერძოდ, როგორც ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დავით ბაგრატიონი საპატრიარქოს ხარჯზე ცხოვრობდა და სიგარეტს ღერობით ყიდულობდა. ამ და მსგავს განცხადებებს, დავით ბაგრატიონი, მისი ინტერესებს დამცველის მეშვეობით ეხმიანება.

„აღნიშნულ ფაქტს ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რადგან არ ვარ საქმის კურსში, რომ დავით ბაგრატიონი საპატრიარქოს ხარჯზე ცხოვრობდა. უცნაურია მოწინააღმდეგე მხარის ამდაგვარი განცხადება. მოწინააღმდეგე მხარე იმ დონემდეც კი დავიდა, რომ თურმე, ჩემი მარწმუნებელი სიგარეტს ღერებით ყიდულობდა და ჯიბის ფული არ ჰქონდა. ეს არის შავი პიარის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე ჩვენი მხარის დაკნინების მიზნით აწარმოებს. ჩამოვიდა ესპანეთიდან საქართველოში და აქ ყიდულობდა სიგარეტს? ეს მათი სტრატეგია იყო თავიდანვე?“ – განაცხადა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ბაგრატიონების სამათლებრივ დავაში სამართლებრივი კოეფიციენტი მხოლოდ 5% იყო.

„რომ არ მოგატყუოთ ამ სამართლებრივ დავაში, სამართლებრივი კოეფიციენტი დაახლოებით 5% იყო. დანარჩენი 95% ეს იყო მიზანმიმართული პიარ კამპანია ჩემი მარწმუნებლის წინააღდეგ. ვინც ამდაგვარი გზა მისცა ჩვენს მოწინააღმდეგეს, დათვური სამსახური გაუწია და ძალიან ცუდი რჩევა მისცა. ძალიან დაგვაზარალეს. ვაღიაროთ, რომ ამ შავი პიარით და წამივიდა ბევრი ბრალდება, თუმცა დიდი ზარალი მათაც განიცადეს“ – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ.

მსგავსი თემები