„ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოქალაქეების უსაფრთხოებას ყურადღებას აქცევს.

„ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და მათი უფლებების დაცვას”, – წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი.


შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ვითარება გუშინ დაიძაბა. ოპოზიციის პროტესტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა ე. წ არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

მსგავსი თემები

3 Thoughts to “„ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს” – პრეზიდენტი”

  1. thank a lot for your website it aids a great deal.|

  2. Some truly nice stuff on this website , I it.

  3. That is a great tip particularly to those new to the blogosphere. Brief but very accurate information… Thank you for sharing this one. A must read article!