„ყველგან დავაფიქსირებ, რომ ამ პროპაგანდის წინააღმდეგი ვარ“ – ზვიად ძიძიგური გეი წყვილთა ისტორიის ამსახველ ფილმზე

გეი სიყვარულის შესახებ პირველი ქართული ფილმი საქართველოში დაპირისპირების საგანი გახდა. გარკვეული ჯგუფები, ოსკარზე წარდგენილ ფილმს გარყვნილი ცხოვრების პროპაგანდად აფასებენ და ქართულ კინოთეატრებში, ფილმის პრემიერის  ჩაშლას გეგმავენ.     

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა,  ეს არის პროპაგანდა, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესისთვის მიუღებელია.

„მე, როგორ კონსერვატორი და პარტიის ხელმძღვანელი, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, სექსუალური უმცირესობების ცხოვრების შევიწროება მოხდეს ან მოხდეს მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა.  ეს არაა სწორი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ოჯახებისთვის და შვილებისთვის. საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა და არასოდეს ყოფილა  სექსულური უმცირესობების დევნა. ყველაგან დავაფიქსირებ, რომ ამ პროპაგანდის წინააღმდეგი ვარ. ზოგიერთებს აწყობთ ალბათ, რომ საქართველოში დაძაბულობა გამოიწვიონ“ – განაცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს ხდება და გარკვეული ჯგუფები მის ჩაშლას გეგმავენ.

მსგავსი თემები

One Thought to “„ყველგან დავაფიქსირებ, რომ ამ პროპაგანდის წინააღმდეგი ვარ“ – ზვიად ძიძიგური გეი წყვილთა ისტორიის ამსახველ ფილმზე”

  1. The stuff is rather appealing.|