“ყველა ქართველი ამაყი უნდა იყოს, საქართველო-ნატო-აშშ-ის ურთიერთობა ასე ახლო არასდროს ყოფილა” – ლუკ კოფი

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია The Heritage Foundation-ის წარმომადგენელი ლუკ კოფი საქართველოში საარჩევნო ცვლილებებს დადებითად აფასებს და არსებულ გამოწვევებზე წერს.

ლუკ კოფის განცხადებით, სამწუხაროა, რომ დაპირებული ცვლილებები, რომლებიც ზაფხულში იყო წარდგენილი, პირველად ნოემბერში ჩავარდა.

“მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტი მილოცვას იმსახურებს. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო წლებში ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან დასაახლოებლად. ზოგიერთი ნაბიჯის გადადგმა დაიწყო წინა მთავრობის დროს, ზოგი ინიციატივა ეკუთვნის მოქმედ მთავრობას. ყველა ქართველი ამაყი უნდა იყოს, საქართველო-ნატო-შეერთებული შტატების ურთიერთობა ასე ახლო არასდროს ყოფილა,”- წერს ლუკ კოფი.

მსგავსი თემები

One Thought to ““ყველა ქართველი ამაყი უნდა იყოს, საქართველო-ნატო-აშშ-ის ურთიერთობა ასე ახლო არასდროს ყოფილა” – ლუკ კოფი”

  1. I am extremely inspired together with your writing talents as neatly as with the format on your blog.
    Is this a paid topic or did you modify it your self?
    Either way stay up the excellent high quality writing,
    it’s rare to see a nice weblog like this one today..