“ყველა მტკივნეულ გამოწვევაზე ჩვენი პასუხი განვითარება და მშვიდობაა“ – პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და არ გაჰყავს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

მისივე თქმით საქართველო იყენებს ყველა ტრიბუნასა და პლათფორმას, მსოფლიოს ინფორმირებისთვის.

„სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ის არ ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაჰყავს თავის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ვადევნებ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებთ, რათა მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი და ჩვენი ხმა,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

პრემიერ მინისტრის თქმით, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ინიციატივა უკეთესი მომავლისათვის.

„ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები სამშვიდობო პოლიტიკაში. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ განვითარება და მშვიდობა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ინიციატივა, რომელსაც ჰქვია ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც სრულად არის მხარდაჭერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები