„ყველა ისევ პირბადეებს კითხულობს, პასუხი – „არ მიგვიღია“ – რა ხდება ქალაქში

„მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი ეკა გულუა საკუთარ „ფეისბუქ გვერდზე“ ფოტოებსა და პოსტს აქვეყნებს და აღწერს, თუ რა ხდება თბილისის ქუჩებში.

„დღეს დავტოვე მანქანა სახლში და ყველა საქმიან შეხვედრაზე ვიარე ფეხით. მოვიარე ქუჩები და საინტერესო მასალებიც კი შევაგროვე.

1.     ქუჩები თითქმის ცარიელია როგორც ხალხისგან, ისე ტრანსპორტისგან;

2.     ქალაქში ჰაერი შედარებით სუფთაა;

3.     ფეხით სიარული იდეალური განტვირთვა აღმოჩდა სახლში გადატანილი ოფისის შემდეგ.   

გარდა აღნიშნულისა, მაღაზიებში ისევ ხალხმრავლობაა. ძირითადად ყიდულობენ: შაქარს, ფქვილს, კარტოფილს, წიწიბურას, ბურღულეულს, მაკარონს. თუმცა, ეს ყველაფერი მაღაზიებში არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფასები მომატებულია. მაგალითად, კარტოფილზე ფასის მატება 1 ლარი და მეტია.  რაც შეეხება აფთიაქებს, ყველა ისევ პირბადეებს კითხულობს. პასუხი: „არ მიგვიღია“ – წერს ეკა გულუა.   

მსგავსი თემები