“ყველა, ვინც აფასებს თანასწორობას, სიყვარულსა და პატივისცემას, დღეს ზეიმობს ” – ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა. დღეიდან, წყვილებს ქორწინებისთვის რეგისტრაცია შეუძლიათ, პირველი ცერემონია კი თებერვალში გაიმართება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ერთნაირსქესიან წყვილებს, რომლებიც სამოქალაქო პარტნიორობაში არიან, ამ ეტაპზე ქორწინებაში გადასვლა არ შეეძლებათ. ამ საკითხზე ჩრდილოეთ ირლანდია კონსულტაციებს 2020 წლის ბოლოს დაიწყებს. ხოლო იმ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებას, რომლებიც უკვე ერთად არიან, ჩრდილოეთ ირლანდია კანონიერად აღიარებს.

ცვლილება შეეხებათ ჰეტეროსექსუალ წყვილებსაც — სურვილის შემთხვევაში, ისინიც შეძლებენ სამოქალაქო პარტნიორობაში გადასვლას.

“ყველა, ვინც აფასებს თანასწორობას, სიყვარულსა და პატივისცემას, დღეს ზეიმობს. ჩრდილოეთ ირლანდიისთვის და მისი მოქალაქეებისთვის კარგი და მნიშვნელოვანი დღეა”, — უთხრა BBC-ის ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტის წევრმა კონორ მაკგინიმ.

ერთნაირსქესიანთა ქორწინება ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში 2014 წლიდან დაშვებულია.

მსგავსი თემები