„ყველა ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებდა თბილისსა და ბათუმის აეროპორტში დღეს დატოვებს საქართველოს სივრცეს“ – თეა ზაქარაძე

„დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცხოური ავიაკომპანიები ბოლოჯერ შაესრულებენ რეისბეს“ – ამის შესახებ „ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განაცხადა. ზაქარაძის ინფორმაციით დღეს ყველა ავიაკომპანია გადის საქართველოს საჰაერო სივრციდან. 17 აპრილამდე საქართველოს აეროპოტრებში მხოლოდ ადგილობრივი ავიახაზები იმუშავებენ საგანგებო რეჟიმში.

„დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლოჯერ შეასრულებს რეისს ყატარის ავიახაზები, რომელიც გავიდა ქვეყნიდან 31 მაისამდე, ასევე ბოლოჯერ შეასრულებს რეისს თურქეთის ავიახაზები, რომელიც ქართულ ავიასივრცეს დატოვებს 17 აპრილამდე. დღეს შესრულდება 7 ავიარეისი, ხოლო 21 მარტიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები გადადიან შეზღუდულ რეჟიმზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვრჩება მხოლოდ ადგილობრივი ავიაკომპანია“ – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

მისივე ინფორმაციით ბევრი ავიაკომპანიების მუშაობა ქართულ ავიასივრცეში შეჩერებუილია 16 აპრილამდე, ზოგი კი მაისის ბოლომდეც. ოფიციალურად კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2 აპრილამდე ეზღუდებათ საქართველოში შემოსვლა.

მსგავსი თემები