“ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს საქართველოში მოგზაურობისკენ მოვუწოდოთ” – მარიამ ქვრივიშვილი

„ჩვენ ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ გამოვიდეთ და მთელ მსოფლიოს მოვუწოდოთ, რომ იმოგზაურონ საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავია”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის აღდგენის პროცესში, საქართველოს პოზიციონირება ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს, ვინაიდან ქვეყანამ შეძლო, მსოფლიო პანდემიასთან წარმატებით ბრძოლა.

“ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ის, თუ როდის შეძლებს ჩვენი ყვეყანა იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რომელიც გასულ წელს გვქონდა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენთვის საინტერესო და ტურისტულად, ღირებულების მქონე ქვეყნებთან, რათა შეიქმნას უსაფრთხო დერეფნები. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად გავყვეთ და ვნახოთ, როგორი იქნება ავიაკომპანიების სიძლიერე, რამდენი ქვეყნიდან აქვთ მათ რეისების დაუყოვნებლივ აღდგენის რესურსი. პირველ ეტაპზე, ჩვენ დავუბრუნდებით იმ ძირითად ნიშნულს, რომელიც ჩვენს რეგიონში გაძლიერებას გულისხმობს. აუცილებელია ცენტრალურად მნიშვნელოვვან ქვეყნებთან თანამშრომლობა. ეს შეიძლება იყოს ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები… რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იქამდე ამ ქვეყნებათან უსაფრთხო დერეფნები შეთანხმდეს”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა

მსგავსი თემები