“განსხვავებული გზა აფხაზეთისთვის დამანგრეველი იქნება” – რაულ ხაჯიმბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. თანამდებობა დატოვა.

რაულ ხაჯიმბამ თანამდებობის დატოვების შემდეგ, განცახდება გასაკეთა.

“ბოლო პერიოდში აფხაზეთში რთული ვითარება იყო, მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად. ბოლო 5 წელიწადში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები. მხარს ვუჭერ იმ მოსაზრებას, რომ არჩევნები და პოლიტიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს, განსხვავებული გზა აფხაზეთისთვის დამანგრეველი იქნება,”-განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას. განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდება. 

მსგავსი თემები