„ყველანი 4 საათზე“ – „ქართული მარში“ „გეი სიყვარულზე“ ფილმის ჩასაშლელად სრულ მობილიზაციას აცხადებს

„ქართული მარშის“ წევრებმა დღევანდელ სამოქმედო გეგმასა და ლოკაციებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდა საქართველოში არ შედგება.     

„დღეს, 4 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყება ქართული მარშის საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იქნება „გეი პროპაგანდის“ ჩვენების წინააღდეგ,“ – აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის გეგმებზე ისაუბრა.

სანდრო ბრეგაძის განცხადებით, კინოთეატრ „ამირანის“ წინ შეიქმნება სირცხვილის კორიდორი, რომლის გავლაც მოუწევთ ფილმზე დამსწრე საზოგადოებას. მისი თქმით ამ ფილის ჩვენება არ მოხდება.

„ვიმოქმედებთ მშვიდობიანად. აპირებენ პროვოკაციების შემოგდებას და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას. ის ადამიანები, რომლებიც ამას აპირებენ, დარჩნენ სახლში. ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, მაგრამ გვაქვს მეთოდები, რომლითაც ჩავშლით ამ გარყვნილი ფილმის ჩვენებას. არ მივცემთ კინოს ადმინისტრაციას და ამ ფილმის მესვეურებს ფილმის ჩვენების საშუალებას. გავაკეთებთ ბლოკირებას, არ შევუშვებთ შენობაში. ეს არ იქნება ძალადობრივი გზით,“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

„ქართული მარში“ „მედიაცენტრ მთავარში“ მასშტაბურად იყო წარმოდგენილი, თუმცა, როგორც განაცხადეს, ეს მხოლოდ ნაწილია, მთავარი კი „ვერის ბაღში“ იქნება.

მსგავსი თემები

One Thought to “„ყველანი 4 საათზე“ – „ქართული მარში“ „გეი სიყვარულზე“ ფილმის ჩასაშლელად სრულ მობილიზაციას აცხადებს”

  1. ანონიმური

    🙄😥 ” ძალიან ც უ დ ა დ გვაქვს საქმე ! … წარმოუდგენლად ბოროტი და უსულგულო უნდა იყო, რომ ის საშინელებები გ ა უ კ ე თ ო შენს ხ ა ლ ხ ს ! არაფერი ს უ ფ თ ა და წ მ ი ნ დ ა მათ ს უ ლ ს არ შერჩენია ! (ლაპარაკია ბოკერიაზე და ყოფილ პრეზიდენტზე). სწორედ იმ კატეგორიის ხალხია, რომლებიც ფიქრობენ — “ჩემს იქეთ სამყაროც დაქცეულა!” დაგვამხობენ სახელმწიფოს თავზე ! ესენი ადამიანები არ არიან, — საშიშნი და ყველაფრის მკადრებელნი არიან ! ძალიან ბევრმა ს ა მ უ დ ა მ ო დ დაკარგა ადამიანის ს ა ხ ე, რასაც ძალიან კარგად ვ ხ ე დ ა ვ თ ყოველდღიურ ცხოვრებაში !”…