“ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებსა და ბავშვებს, ერთმანეთს, საბოლოო ჯამში, უნდა მოვუაროთ ქვეყანას” – გიორგი გახარია

“ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებსა და ბავშვებს, ერთმანეთს, საბოლოო ჯამში, კი მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია მოქალაქეებმა კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული ზომები სრულად შეასრულონ.

“თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, რომ უბრალოდ ხშირად დავიბანოთ ხელი, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. არ ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ, არ დავექვემდებაროთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანის პანიკურ განწყობებს, დავიცვათ თუ რისკის ზონაში მოვხვდით თვითიზოლაციის წესები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებსა და ბავშვებს, ერთმანეთს, საბოლოო ჯამში, უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას,” – განაცხადა გიორგი გახარიამ..

მსგავსი თემები