„ყარაულის სისტემის“ შეცვლამდე, ჯარში გაწვევაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან განთავისუფლება, მხოლოდ კონფესიების თხოვნით, პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით იქნება შესაძლებელი.

როგორც ზვიად ტომარაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წელიწადში, რამდენიმე ათასი ახალგაზრდა წევრიანდება “გირჩის” ფსევდო რელიგიურ ორგანიზაციაში – ბიბლიური თავისუფლება“, რაც სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელია.  

“კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები მქონდა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთან.  27 წლამდე ასაკის მღვდელმსახური ძალიან მცირეა, თითქმის არც გვხვდება  როგორც ჩვენს ეკლესიებში, ასევე სხვაგან. კანონპროექტის მიხედვით, სხვადასხვა კონფესიებს შეუძლიათ, პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით გაათავისუფლონ წლევამდელი, სავალდებულო ჯარის სამსახურისგან. საკითხი მასშტაბურია, წელიწადში ​რამდენიმე ათასი წევრიანდება ფსევდო რელიგიურ ორგანიზაციაში. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ახალი თავდაცვის მინისტრი, როცა დაინიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი, პირველ ამოცანად ამ საკითხის დარეგულირება დაისახა,” – განაცხადა ზვიად ტომარაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

კანონპროექტის ავტორი ჯარში პრობლემის არსებობას ადასტურებს და ეთანხმება „გირჩს“ რომ წვევმდელებს ყარაულებად იყენებენ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურს წვევამდელები, სხვადასხვა ობიექტების დაცვაში ატარებენ. მისი თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახური, ფულის საკეთებელ ორგანოდ იქცა.

“სავალდებულო სამხედრო სამსახური იქცა არა ჯარის, არამედ ფულის საკეთებელ ორგანოდ. წვევამდელების წაყვანა ხდება არა ჯარში, არამედ სამორიგეოდ სხვადასხვა ობიექტებზე, ყარაულებად. არ ხდება არანაირი სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა. ეს პრობლემა ნამდვილად მოსაგვარებელია. ამიტომ, ის, რაც გააკეთა “გირჩმა”, მთლად საფუძველს მოკლებული არ იყო. თუმცა, პრობლემა გვარდება არა უარესი პრობლემის გაჩენით, არამედ ამ პრობლემის მოგვარებით. ამიტომ ეს პრობლემაც მოსაგვარებელია,” – განაცხადა ზვიად ტომარაძემ “მედიაცენტრ მთავარში”

კანონპროექტის პარლამენტში განხილვისას, ტომარაძე გეგმავს, კომიტეტს, გაწვევებზე მორატორიუმიც შესთავაზოს. კერძოდ, სანამ ჯარში ე.წ. ყარაული სისტემა არ მოგვარდება, გაწვევებზე მორატორიუმი გამოცხადდეს.    

მსგავსი თემები