„ღირებულელები, რომლებსაც ასე ვივიწყებთ საქართველოს საუკუნეების განმავლობაში აძლებინებდა“ – სალომე ზურაბიშვილი

“იმის მაგივრად, რომ მსოფლიო თუ შიდა გამოწვევებს ერთად გავუმკლავდეთ ვიჩენთ უმადურობას და ვკარგავთ ყველაფერ იმ ღირებულებას, რაც ტრადიციით მოგვდევს“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე რაც დღეს მსოფლიოშია და ამ გლობალური კრიზისის ფონზე საქართველოს მნიშვნელობაზე. მან საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა მოხსენების დროს აქცენტი გააკეთა ოკუპირებულ ტერიოტირიებზეც.

„დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა გლობალურ მასშტაბებს იწვევს. ახალი ვირუსული, ჯანდაცვის სფეროს სცილდება, ამ პერიოდში არსებული უმუშევრობა და ფინანსური კრიზისი პირდაპირ კვებავს პოლულიზმს. მსოფლიოში ისეთი მდგომარეობაა გუშინდელი მტრები დღეს მოლაპარაკებებს იწყებენ. ამ ურთიერთობის განმსაზღვრელია მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესი. მსოფლიოს მძლავრი ცვლილებები ჩვენზეც ისახება, დღევანდელი ევროკავშირი აღარ იქნება ისეთი ევროკავშირი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ იყო. ევროკავშირი საკუთარი კრიზისის ფონზე ჯერ ვერ ყალიბდება რა ფორმა მისცეს ურთიერთობაში თავის პარტნიორ ქვეყნებს.

ჩვენი რეგიონის ირგვლივ არ ცხრება კრიზისები, ამავე დროს საქართველოს წინაშეა საკუთარი უმწვავესი გამოწვევები, ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობასთან და სუვერენობასთან შეუგუებელია და ხელს გვიშლის. გაჩნდა ასევე ახალი გამოწვევა მიგრაციის უწყვეტი ტალღის სახით ამ გამოწვევების ფონზე ისმის კითხვა სად ვართ ამ დროს ჩვენ, იმის მაგივრად რომ ყველა ერთად ვფიქრობდეთ ქვეყნის სიკეთეზე მძლავრობს სიძულვილი და აგრესია, რამაც შეცვალა ქართული ღირებულებები. ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის დანახვა და შესაძლებლობების რეალურად შეფასება.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა იმ მიღწევებზეც ისაუბრა, რასაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო 39 წლის მანძილზე.

„მიღწეული გზის შეფასება არ იქნება საკმარისი თუ არ გვექნება ეროვნული იდეოლოგია, სიტყვა, რომელიც წაგვართვეს და დაგვავიწყეს. სწორად გააზრებული გაცნობიერებული ისტორია ედება საფუძვლად ქვეყნის მომავალს. ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს ღირებულებები.“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

მსგავსი თემები