ქუთაისში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა

ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულე ბავშვს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა.

ადგილზე სასწაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა და დაშავებული, 12 წლის გოგონა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი თემები