ქუთაისის სკოლაში მოსწავლეებმა სავარაუდოდ, “ლურჯი ვეშაპისგან” შეტყობინებები მიიღეს

ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა, სავარაუდოდ, “ლურჯი ვეშაპისგან” ანონიმური შეტყობინებები მიიღეს. გახმაურებული ქსელური სახიფათო თამაშის ფატალური დასასრულების გამო, სკოლაში ყველა შეშინებულია.  

”facebook user”-ის სახელით პირადი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს სოციალურ ქსელში მისწერეს. წერილებიდან ირკვევა, რომ გამგზავნმა კარგად იცის ადრესატი რომელი გზით დადის სკოლაში, ვისთან მეგობრობს და გაკვეთილების შემდეგ რას აკეთებს. ამ ბუნდოვანი შინაარსის შეტყობინება სკოლის კიდევ ორმა მოსწავლემ მიიღო.

გამოძიება, რომელიც ორ ვერსიაზე მუშაობს, გამოგზავნილ შეტყობინებებს ვირტუალური სივრცის სახიფათო თამაშთან აკავშირებს. საქმე მუქარის მუხლით აღიძრა.

მსგავსი თემები