“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის „ქართუს“ სტიპენდია დაწესდება” – ნიკოლოზ ჩხეტიანი

“ფონდი „ქართუ“ მუშაობს პროექტზე, რომლის თანახმადაც, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის დაწესდება „ქართუს“ სტიპენდია“, – ეს განცხადება ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა გააკეთა, სადაც ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესს გაეცნო. 

ამასთან, მისი თქმით, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფოა, სწავლის გადასახადი იქნება იგივე, რაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც სამ სასწავლო კორპუსს, სამ სტუდენტურ საცხოვრებელს, ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და სასადილოს მოიცავს.

ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესი დღეს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობასთან, უნივერსიტეტის რექტორთან და გერმანელ მეცნიერებთან ერთად დაათვალიერა.

მსგავსი თემები