ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს. ეს იქნება კლინიკაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული უკვე მე-14 პაციენტი.

ამ დროისათვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 23 პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის კრიტიკულად არც ერთის მდგომარეობა არ ფასდება.

მსგავსი თემები