ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს

ზესტაფონიდან ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს სამსახურიდან გამომდინარე, ურთიერთობა ჰქონდა ირანის მოქალაქეებთან.

კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, მას სათანადო მკურნალობა უტარდება და ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია.

თემურ ნადირაძის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტი, მათ შორის ერთი ბავშვია მოთავსებული, რომელთა ანალიზების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები