ქუთაისიდან ჰოლანდიის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეინდჰოვენის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა.

10 სექტემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით – ბაზელი, კოპენჰაგენი, ბრიუსელი, ტალინი, ეინდჰოვენი, ბარი და პოზნანი დაიწყო პირდაპირი რეგულარული ფრენები.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

მსგავსი თემები