ქრონიკული დაავადებები გაახალგაზრდავდა და 18 წლის მოზარდებს აქტიურად უტევს

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, დიაბეტი და ფილტვის დაავადებები – ეს იმ ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალია, რომელიც მოზარდებს აქტიურად უტევს. ერთ-ერთი ფაქტორი კი სიმსუქნეა. აღნიშნულ თემაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ტრაპაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ქრონიკული დაავადებების ეს ოთხი ჯგუფი გაახალგაზრდავდა. ეს დაავადებები აქტიურია მოზრდილის პოპულაციისათვის, 18 წლის ზევით. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ამ ასაკში ჰიპერტენზია, ეს არის სხვა რისკ-ფაქტორების განმსაზღვრელი. მნიშვნელვანია, დაავადების პირველადი პრევენცია ადრეულ ასაკში დავიწყოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქცევითი რისკ-ფატორები გავაკონტროლოთ. პირველი, ეს არის ჯანსაღი კვება, მავნე ჩვევებისადმი უარის თქმა, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებაზე უარის თქმა, ასევე ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქო-სოცილაური სტრესები, ანუ სტრესის მენეჯმენტი. შფოთვა და დეპრესია უკვე დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორებთან არის აღიარებული“ – აღნიშნა დალი ტრაპაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

სრული ვიდეოს სანახავად მიყევით ბმულს:
http://mcm.ge/

აღნიშნული თემაზე დამატებით ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს:
http://mcm.ge/

მსგავსი თემები