“ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანის” – ამირან გამყრელიძე

“სანამ ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, მოქალაქეებმა მხოლოდ 10  კაციანი ქორწილები უნდა გადაიხადონ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ქორწილს ჩატარებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით, 10 კაციანის, სანამ ეპიდსიტუაცია არ მოგვემს საშუალებას. კორონავირუსმა ძალიან კარგად გვასწავლა დღეს ხელების დაბანა, მთელი ქვეყანა სპირტიანი დეზინფექტორებით იმუშავებს ხელს, ამასაც გვასწავლის, რომ ზოგჯერ ზღვარს გადასული, თუმცა ძალიან კარგი ტრადიცია, ასე აღვნიშნოთ,” – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი თემები