ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა – შემთხვევა ბოლნისში

ბოლნისში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ქალი მეუღლემ ქამრით გაგუდა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. გარდაცვლილს რუსთავის პროზექტურაში უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ის ბაქოშია გადასვენებული.

სად მოხდა მკვლელობა, ან რა გახდა მომხდარის მიზეზი გარდაცვლილის ნათესავებმა არ იციან. მათი თქმით, ცოლ-ქმარი ბაქოში ცხოვრობდა, საქართველოში კი სტუმრად იმყოფებოდნენ.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები