დღეს პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
საგანგებო სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 16:30 საათისთვის არის ჩანიშნული.
ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.