„ქვეყანაში დღიურ რეჟიმში 1000 -ზე მეტი მეტი პისიარ ტესტი ჩატარდება“ – ეკატერინე ტიკარაძე

რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრმა იმ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გადადგამს. ტიკარაძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოთხოვნით მიმართავს.

„საქართველოს დღეს გააჩნია მსოფლიოში ერთ – ერთი წამყვანი პოზიცია კოვიდთან ბრძოლაში, ამიტომ ვთვლით, რომ საუკეთესოდ რჩება ჯაჭვის აღმოჩენა, მიუხედავად ამის გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში დღიურ რეჟიმში 1000 – ზე მეტი პისიარ ტესტი ჩატარდება, ასევე რეკომენდაცია ისევე მოთხოვნის სახით კვლავ რჩება სოციალური დისტანცირების მკაცრი დაცვა გვაქვს კონტროლირებადი ზრდა, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, ვირუსის გავრცელების რისკები კვლავ გვაქვს“ – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები