“ქეთო და კოტე” კონსერვატორიის სცენაზე – ცნობილი ოპერა 100 წლის იუბილეს ზეიმობს

კონსევატორიის დიდ სცენაზე, “ქეთო და კოტე” პირველად იდგმება. ვიქტორ დოლიძის ცნობილი ოპერა წელს 100 წლის იუბილეს ზეიმობს. 1919 წელს დაწერილი კომიკური ოპერა სამ მოქმედებად, რეჟისორის გადაწყვეტით ოდნავ სახეცვლილია. ოპერას სალაპარაკო რეჩიტატივებიც დაემატა.

საოპერო დადგმაში ცაგარელის “ხანუმადან” რამდენიმე გამონათქვამი და ​ ტაბლიაშვილის ფილმიდან სცენებიც მოხვდა. “ქეთო და კოტე” კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს საავტორო უფლება მფლობელთა ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.

1 საუკუნის წინ შექმნილი ოპერა რომელიც სატირას წარმოადგენს თავად-აზნაურობის ყოფას ასახავს. კომედიაში მოცემულია 2 სხვადასხვა სოციალური ფენის ყოფა-ცხოვრება და ვაჭარ ტყუილკოტრიშვილების სიხარბის მაგალითები. მათი დაპირისპირება და მაჭანკლის მიერ დამოყვრების ორგანიზება. ხანუმა, რომელიც მდიდარი თავადის გულის მოგებას სხვადასხვა ხრიკით გეგმავს.

ფოლკლორისა და ქალაქური მუსიკის ელემენტებით გაჯერებული ოპერა, დღესაც ისეთივე აქტუალურია როგორიც 100 წლის წინ იყო.

საოპერო დადგმა კონსერვატორიის სცენის გარდა დარბაზშიც ვითარდება, მაყურებელი მსახიობებთან ერთად თავადი ლევანის წვეულებაზე ხვდებიან.

“ქეთო და კოტეს” ნახვა კონსერვატორიის დიდ დარბაზში პირველად და მხოლოდ 2 დღით 29 ნოემბერს და 1 დეკემბერს იქნება შესაძლებელი.

მსგავსი თემები

3 Thoughts to ““ქეთო და კოტე” კონსერვატორიის სცენაზე – ცნობილი ოპერა 100 წლის იუბილეს ზეიმობს”

  1. Having read this I believed it was extremely enlightening.
    I appreciate you taking the time and energy to put this article together.
    I once again find myself personally spending a lot of time both reading and posting comments.

    But so what, it was still worth it!

  2. Hello! This post could not be written any better!

    Reading through this post reminds me of my good old room mate!
    He always kept chatting about this. I will forward this post to him.
    Fairly certain he will have a good read. Thanks for sharing!