ქართულ ძიუდოს მორიგი მსოფლიო  ჩემპიონი ჰყავს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირებისა და კრიზისის მიუხედავად,  ქვეყანას მორიგი მსოფლიო  ჩემპიონი ჰყავს. უმაღლეს წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა ბაქოში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონობა მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, უშნგი კაკაურს გამოგლიჯა.  როგროც ოქროს მედალოსანი აცხადებს, მისი შემდეგი მიზანი ოლიმპიური ოქროა, რომელის 2020 წელს გაიმართება.

„ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. გულშემატკივრების მხრიდან იმხელა ემოცია და სიხარული დავინახე, ეს ჩემთვის ყველაფერიიყო. ეს პერიოდი უნაყოფოდ არ დამიხარჯავს და ნამდვილად ღირდა ამ დღედ. როგორც იქნა, შევიგრძენი და გავიგე რა არის მსოფლიო ჩემპიონობა. ახლა კი ოლიმპიური ოქროსთვის უნდა მოვემზადო“ – აცხადებს მსოფლიო ჩემპიონი.

თუშიშვილმა გამარჯვებამდე  უკრაინელი იაკივ ხამო და რუმინელი გოლიათი დანიელ ნატეა დაამარცხა.

მსგავსი თემები