ქართული ჭიდაობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია – მამუკა ბახტაძე 

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის შეფასებით, იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, თუ რამხელა წვლილი მიუძღვით ქართველებს მსოფლიო ცივილიზაციაში.

“იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ეს გახლავთ კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ჩვენ ქართველებს და ჩვენს წინაპრებს რა მასშტაბის კონტრიბუცია გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა,

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე იქნა მიღებული. ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს “ალავერდის” კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც.

სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს.

მსგავსი თემები