ქართული ტრადიციების შერცხვენისთვის, ლევან ვასაძე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრებს

ლევან ვასაძე, მისი მხარდამჭერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები კინოპრემიერას ხვალაც გააპროტესტებენ. როგორც ლევა ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ სიბინძურეზე რაც დრეს ქვეყანაში ხდება, კავკასიასა და მსოფლიოში ქართული ტრადიციების შერცხვენისთვის პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება.

„ჩვენ ვდგავართ და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას. მშვიდობიანად, როგორც შეგვიძლია. ვაპროტესტებთ ამ საშინელ შეურაცხყოფას ქართველი ერის, ჩვენი ტრადიციებისა და ჩვენი ეკლესიის. ის ხალხი, ვინც ზაფხულში რუსთაველის გამზირი სისხლში აბანავა, ახლა აქ ზის, ამ დარბაზებში და ხოხრხოცობს. აი, ასეთი ცინიზმია. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას ვაკისრებ. პირადად ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიაა, ყველა ძალოვან მინისტრს, ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა ქართული ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, შერცხვენისთვის როგორც კავკაიაში, ისე  მთელ მსოფლიოში“ – განაცხადა ლევან ვასაძემ აქციაზე.

მისივე შეფასებით,  აქცია ხვალაც გაგრძელდება: „აქცია ხვალაც გაგრძელდება.  სამოქალაქო პროტესტზე უარს არ ვიტყვით.  იმედი გვაქვს, ამ საცოდაობის, ამ უსამართლობის ამ უთანასწორო ბრძოლის შემხედვარე, თავისუფლების მოყვარული ქართველი ერი გაიღვიძებს და დაგვიდგება გვერდში. რას წარმოვიდგენდი, რომ 50  წელს მიტანებულ კაცს, ჩემი ქვეყნის ხელისუფლებასთან ისეთი დაპირისპირება მომიწევდა“.

შეგახსენებთ, რომ ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაღებული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ”, პრემიერას გარკვეული ჯგუფები აპროტესტებენ და მის ჩაშლას ცდილობენ.  

მსგავსი თემები