„ქართული ოცნების“ დღევანდელი ინიციატივა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის ყველაზე ახლოს არის საზოგადოებასთან” – დიმიტრი ხუნდაძე

“ქართული ოცნების“ დღევანდელი ინიციატივა იმის კიდევ ერთი დასტურია,  რომ ის ყველაზე ახლოს არის საზოგადოებასთან.  ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების მიმართ კრიტიკულ სიტუაციაში უნდა გაიზომოს. არ მინდა წარსულს გადავწვდე, მაგრამ შედარებისთვის მაინც გამოგვადგება: 2008-ში გვახსოვს ალბათ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებიდან – ჰალსტუხის მირთმევამდე. საბედნიეროდ, ეს უკვე წარსულია“, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე განაცხადა.

საუბარია „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომლის თანახმად, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.

ხუნდაძის თქმით, ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო და სწორედ დღეს  ყველაზე მეტად არის საჭირო ერთობაც, სოლიდარობაც და სწორი მართვაც.

„დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ დღევანდელი  ინიციატივა იქნება სიკეთის გადამდები ტალღა“,  – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები