„ქართული მარში“ მესამე ძალის შესაქმნელად პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს იწყებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქარული მარში“ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების მიმდინარეობას ადასტურებს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, თუმცა, მონაპარაკებებში მონაწილე პარტიული სუბიეტების დასახელებისგან თავი შეიკავა.

„საქართველოში არა ერთი, არამედ რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი აუცილებლად უნდა შეიქმნას. საუბარია მესამე პოლიტიკურ ძალაზე. ეს ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება იმისთვის, რომ მუდმივ ასპარეზზე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არ იყოს. ეს ის ძალების, რომლებიც მუდმივ თანაცხოვრებას და ხალხის გაბითურებას აგრძელებენ. ვიწყებთ მოლაპარაკებებს ჩვენი იდეოლოგიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალებთან. ეროვნულ იდეოლოგიაზე მყოფი პოლიტიკური ძალები ერთ სივრცეში უნდა გაერთიანდნენ და ერთიანი ძლიერი პოლიტიკური ცენტრი ჩამოაყალიბონ“ – განაცხადა სანდრო

ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. „ქართული მარში“ მემარცხენე იდეოლოგიის ძალებსაც მიმართავს და მოუწოდებს, ორ პოლიტიკურ სუბიექტს ქვეყნის დაქცევის შესაძლებლობა არ მისცეს.

„მოვუწოდებ როგორც მემარცხენე იდეოლოგიის მქონდე პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ისე ლიბერალური იდელოგიის პოლიტიკურ ძალებს. აუცილებელია, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, კიდევ რამდენიმე პოლიტიკურმა ცენტრმა იარსებოს, მათ ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტს ს ქვეყნის დაქცევი შესაზლებლობა არ უნდა მისცენ,“ – აღნიშნა ბრეგაძემ.

კითხვას, კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ძალებთან ალიანსს განიხილავს „ქართული მარში“, სანდრო ბრეგაძემ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველაფერს ერთბაშად ვერ იტყვის: „რადგანაც დამოუკიდებელად საკმარისი რესურსი აგ არსებობს, სწორედ ამიტომ ვიწყებთ მოლაპარაკებების სერიას სხვადასხვა, ჩვენი იდეოლოგიის მქონდე პოლიტიკურ ძალებთან. წინასწარ არ შემიძლია ვთქვა, ვისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ერთი კი ცხადია – ჩვენთან იქნება ყველა, ვინც ჩვენს იდეოლოგიას იზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ „გირჩი“ რადიკალურ განსხვავებულ პოზიციაზეა, გაერთიანებისკენ მათაც მოვუწოდებ“.

მსგავსი თემები